მეგან მარკლის წარსული ყოველთვის განხილვის საგანია, განსაკუთრებით იმიტომ რომ მასში ახლა უკვე უახლოესი ადამიანებიც გარკვეული მიზეზებით მოიაზრებიან. სასექსის ჰერცოგინიის წინააღმდეგ ამჯერად კიდევ ერთი ნათესავი - ბაბუა გამოვიდა, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა. 80 წლის მაიკლ მარკლი, რომელიც ყოფილი დიპლომატი გახლავთ და პარკინსონის დაავადებით იტანჯება აცხადებს, რომ მეგან მარკლის არ ესმის.
"არ მესმის, თუ როგორ ექცევა ის საკუთარ ოჯახს. მე ეს საერთო არ მომწონს! ჩვენ მისთვის ყველაზე მეტი რამ გავაკეთეთ, ახლა კი, ის არც კი ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით" - აღნიშნა მან.
მაიკლი იხსნებს იმასაც, რომ მან თავად მოაწყო 16 წლის მეგან მარკლი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სტაჟიორად არგენტინაში და დარწმუნებულიც არის, რომ ჰერცოგინია არაჩვეულებრივი პოლიტიკოსი გახდებოდა, მსახიობის კარიერა რომ არ აერჩია.