ტრამპმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებს ყველაზე დიდი ტყუილი უწოდა

ტრამპმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალდებებს ყველაზე დიდი ტყუილი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და რუსეთთან მისი კავშირების შესახებ ბრალდებებს ყველაზე დიდი ტყუილი უწოდა. ამის შესახებ მან ატლანტაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება ტელეკომპანია CNN-ი.

„სამი წლის განმავლობაში დემოკრატებს 2016 წლის არჩევნების შედეგების გადახედვის იდეა არ ასვენებდათ. მათ გამოიგონეს რუსეთთან კავშირების ისტორია, შემდეგ იყო რობერტ მიულერის მოხსენება. ეს ყველაზე დიდი ტყუილია, რომელიც ოდესმე ამერიკელებისთვის უთქვამთ“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სპეცპროკურორის რობერტ მიულერის ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. რუსულ საქმეზე გამოძიება 22 მარტს დასრულდა. დასკვნის მიხედვით,  შეთქმულებისა თუ კონსპირაციის არც ერთი ფაქტი არ იკვეთება. აგრეთვე, არ დგინდება ტრამპისა და მისი გარემოცვის რომელიმე წევრის მხრიდან სახელმწიფოს ღალატის არც ერთი შემთხვევა. საქმის გამომძიებელი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი თანამდებობიდან 29 მაისს გადადგა.