ფრანგი მსახიობი და ფოტოგრაფი რომან პოლანსკის გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ფრანგი მსახიობი და ფოტოგრაფი რომან პოლანსკის გაუპატიურებაში ადანაშაულებს

ფრანგი მსახიობი და ფოტოგრაფი ვალენტინ მონიე ცნობილ რეჟისორ რომან პოლანსკის გაუპატიურებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.

„1975 წელს რომან პოლანსკიმ გამაუპატიურა. მე მასთან არც პროფესიული და არც პირადი ურთიერთობა მქონია. ეს წვეულებაზე არ მომხდარა, არანაირი ნარკოტიკები ან ალკოჰოლი“, - წერს ვალენტინ მონიე.

მისი თქმით, ის შვეიცარიაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა, სადაც იმ დროს პოლანსკიც ისვენებდა. მეგობრებმა ის რეჟისორს გააცნეს და როდესაც ერთ-ერთ დღეს ის და პოლანსკი საბაგიროზე ერთმანეთთან პირისპირ აღმოჩნდნენ, რეჟისორმა მას ჰკითხა, მზად იყო თუ არა ფიზიკური სიახლოვისთვის. ვალენტინ მონიემ, რომელიც მაშინ 18 წლის იყო, რეჟისორს უარი უთხრა, თუმცა მათი ურთიერთობა ამით არ დამთავრებულა. იმავე საღამოს ვალენტინ მონიე მეგობრებთან და პოლანსკისთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, საიდანაც რეჟისორთან ერთად საკუთარ სახლში დაბრუნდა. მისი განცხადებით, პოლანსკიმ ის სწორედ მაშინ გააუპატიურა.

აშშ-ში პოლანსკის არასრულწლოვანი მოდელის, 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო დანაშაული 40 წლის წინ, 1977 წელს არის ჩადენილი. გაუპატიურებაში ბრალდების გამო 2018 წლის მაისში პოლანსკი ამერიკის კინოაკადემიიდან გარიცხეს.