დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

“რესპუბლიკურის“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერ დავით ბერძენიშვილს კინოთეატრ “ამირანთან“ საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ბერძენიშვილი კინოთეატრთან იმ ადამიანების მხარდასაჭერად მივიდა, ვისაც ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ნახვა სურდა.

მისი თქმით, ადამიანებს ფილმის ნახვის საშუალება უნდა მიეცეთ და მათი უსაფრთხოების დაცვისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ჟურნალისტებთან საუბრისას ბერძენიშვილმა სანდრო ბრეგაძე და მისი მხარდამჭერები რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა, რასაც აქციიის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა.

ბერძენიშვილს აქციის მონაწილეები ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და პროვოკაციაში დაადანაშაულეს და შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ.