მეუფე გრიგოლი: „დამშვიდდნენ, ეკლესიის ისტორიაში უარესი სიტუაციაც ყოფილა“

მეუფე გრიგოლი: „დამშვიდდნენ, ეკლესიის ისტორიაში უარესი სიტუაციაც ყოფილა“

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის დროებითი მმართველი მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ეპარქიაში გადაბარების პროცესი დასრულდა და ახლა შემაჯამებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გადაბარების პროცესში ამ ეტაპზე არავითარი დარღვევა არ გამოვლენილა.

„ბევრი ვიდეო და ფოტო მასალაა, უნდა შეინახოს, გადამოწმდეს. ჯერჯერობით, არავითარი დარღვევა არაა, რაც გადაბარებას უკავშირდება",- აღნიშნა მეუფე გრიგოლ კაციამ.

ამასთან, მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, ამ დროისთვის ეცნობა ეპარქიას, დადის ტაძრებში და ცდილობს, სტაბილური ვითარება იყოს.

„ჯერ სიტუაცია დაძაბულია, ყველას გქონდეთ თქვენი მორჩილება, „ნელ-ნელა დავმეგობრდებით და ყველაფერი კარგად იქნება", ზოგმა ასე მითხრა, მაგრამ მესმის მათი, დაძაბული სიტუაციაა, დამშვიდდნენ, დაინახონ, რომ მეგობრები, ძმები ვართ. ეკლესიის ისტორიაში უფრო უარესი სიტუაციაც ყოფილა. ჩამოვედი, რომ დამშვიდდეს სიტუაცია", - ამბობს მეუფე გრიგოლ კაცია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად ეპისკოპოსი გრიგოლი დაინიშნა.