ამერიკელი ცნობილი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის მეგობარმა ქალმა რობინ კროუფორდმა გავრცელებული ხმები მათი რომანის შესახებ დაადასტურა. როგორც გამოცემა Metro წერს, რობინმა ეს აღიარება თავის ახალ წიგნში დაწერა.
კროუფორდის თქმით, თავიდან მათ მეგობრობა აკავშირებდათ, რომელიც ფიზიკურ სიახლოვეში გადაიზარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჰიუსტონმა მეგობარს ურჩია, რომ მათი რომანი უნდა დასრულებულიყო. ის ნერვიულობდა, რომ ურთიერთობის შესახებ ცნობილი გახდებოდა.
უცხოურ მედიაში დროდადრო იუსტონის ორიენტაციის შესახებ სხვადახვა სახის ინფორმაციები ვრცელდებოდა, თუმცა ცნობილ მომღერალს ამ თემაზე არასდროს უსაუბრია
რობინ კროუფორდი ამჟამად ლიზა ჰინტლმენთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც ორ შვილობილს ზრდის.
უიტნი ჰიუსტონი 2012 წლის თებერვალში ლოს-ანჯელესში, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სასტუმროს ნომერში აბაზანაში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი კოკაინის მოხმარება და გულის შეტევა გახდა.