გოგი გვახარია : “ეკრანიდან გაიგონებთ ფრაზას “წადი ამ ქვეყნიდან!”, თუკი ამ დროს, დარბაზში თვალცრემლიანი მაყურებელი შენიშნეთ, იცოდეთ, ეს ის ხალხია…”

გოგი გვახარია : “ეკრანიდან გაიგონებთ ფრაზას “წადი ამ ქვეყნიდან!”, თუკი ამ დროს, დარბაზში თვალცრემლიანი მაყურებელი შენიშნეთ, იცოდეთ, ეს ის ხალხია…”

კინომცოდნე, კრიტიკოსი გოგი გვახარია ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ასეთი სახის პოსტით ეხმაურება:

“ამ კვირაში იმდენ ფაშისტს დაეთმო სატელევიზიო ეთერი, რომ მეეჭვება ეს ზიზღი, ეს ტყუილი, ეს სიმყრალე კარგმა ფილმმა გადაწონოს.

არგუმენტი “ესაა ჩვენი საზოგადოება”, “ეს ხალხი საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს გამოხატავს” ვიღაცისთვის შეიძლება მართლაც არგუმენტია, ვიღაცისთვის კი უკანასკნელი ილუზიის მსხვრევაა, იმ იმედთან განშორებაა, რომ ქართული საზოგადოება ოდნავ უფრო ჰუმანური გახდა.

ამიტომაც როცა ლევან აკინის ფილმს ნახავთ და ეკრანიდან გაიგონებთ ფრაზას “წადი ამ ქვეყნიდან!”, თუკი ამ დროს, დარბაზში თვალცრემლიანი მაყურებელი შენიშნეთ, იცოდეთ, ეს ის ხალხია, ვინც ერთი კვირის მანძილზე უყურებდა ტელეეთერებში ვარსკვლავებად ქცეულ ერთუჯრედიან ვაჟკაცებს, რომლებიც ვარსკვლავებად სწორედ ქართულმა მედიამ აქცია ,” – წერს გვახარია სოციალურ ქსელში.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა თბილისსა და ბათუმში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება.

ცნობისთვის, “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს, მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ბიზნესმენი ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ.

აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, “დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც”. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას “ყოვლად მიუღებლად” მიიჩნევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” საქართველოს კინოთეატრებში ჩვენების დროს დაიცავს, როგორც უსაფრთხოებას, ასევე, გამოხატვის თავისუფლებას.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება. ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.

სერმინე ...და, მერე რა, რომ ტარანტინოს გაუსწრო, ფილმიც კი ჩვენთვის მხოლოდ ფილმი არაა და მით უფრო, მაშინ, როცა გონიერი ქართველმა იცის, ვიც წისქვილზე ასხამენ წყალს აკინები და გახარიები, მაგრამ ფსევდო ელიტად ისინი შექმნენ და...
4 წლის უკან
სოციალისტი ლიბერალ-ლგბტეიზმი აშიზმზე გაცილებით უარესია, ის შავ ჭირზე, კეთრზე უარესიცაა! გვახარიავ, ქართულ საზოგადოებას ნუ უკიჟინებ ჰუმანიზმის ნაკლებობას. რომ არა ეს გადამეტებული ჰუმანიზმი შენ და შენისთანები თავისუფლად ვერ ისეირნებდით თბილისის ქუჩებში, ვერ დაგეთმობოდათ ტელეეთერი თქვენი გარყვნილი პროპაგანდისათვის!
4 წლის უკან
სოციალისტი ლიბერალ-ლგბტეიზმი ფაშიზმზე გაცილებით უარესია, ის შავ ჭირზე, კეთრზე უარესიცაა! გვახარიავ, ქართულ საზოგადოებას ნუ უკიჟინებ ჰუმანიზმის ნაკლებობას. რომ არა ეს გადამეტებული ჰუმანიზმი შენ და შენისთანები თავისუფლად ვერ ისეირნებდით თბილისის ქუჩებში, ვერ დაგეთმობოდათ ტელეეთერი თქვენი გარყვნილი პროპაგანდისათვის!
4 წლის უკან
amo გვახარიავ, გვარამიავ, გაბუნიავ, . . . წადით, წადით ამ ქვეყნიდან.
4 წლის უკან