საფრანგეთში, ცნობილი დიზაინერი, პატრიკ-ლუი ვიტონი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Tellerreport-ი წერს, Louis Viotton-ის მოდის სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
იგი სავაჭრო სახლ Louis Vuitton-ის დამაარსებლის შვილიშვილი იყო და კომპანიაში მუშაობა 1973 წელს დაიწყო, რითაც ოჯახური ტრადიცია გააგრძელა.
ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული მოდის სახლია.