„და ჩვენ ვიცეკვეთ“, - უცნობია, რას იტყოდა ქართული ცეკვით აღფრთოვანებული გრიგოლ რობაქიძე ახლახანს გადაღებული შვედურ-ქართული ფილმი რომ ენახა, სადაც ქართველი მოცეკვავე გეი წყვილის სიყვარულია ასახული და, სადაც ფილმის მთავარი გმირის, მერაბის სამყარო თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული ირაკლი იმავე ანსამბლს შეუერთდება და მისი ყველაზე ძლიერი კონკურენტი და სურვილი ხდება.
გრიგოლ რობაქიძემ სპეციალური რეცენზიაც კი მიუძღვნა ქართულ ცეკვას, სახელწოდებით - „ქართული გენია როკვით განფენილი“. ემიგრანტი მწერალი დარწმუნებული იყო, რომ ქართულ ცეკვას ვერავინ იცეკვებდა ისე კარგად, როგორც ქართველი, რადგან „რასა არ ეყოფოდა“...
დღეს საქართველოში ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ამ ფილმმა არა მარტო ქართველობა შეურაცხყო, არამედ ქართულ მასკულინურ ცეკვასაც ჩრდილი მიაყენა. მართალია, ფილმი უკვე 25-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა და ოსკარზეც არის წარდგენილი მეორე ფილმ „შინდისთან“ ერთად, რომელიც ქართველ მებრძოლთა გმირობას ეხება აგვისტოს ომში, მაგრამ გარკვეულ წრეებში გეი წყვილის შესახებ გადაღებული ფილმის მიმართ კატეგორიული მიუღებელობაა. ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრენი აცხადებენ, რომ კინოთეატრებში ამ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ არავითარ კომბალს ან იარაღს არ გამოიყენებენ, უბრალოდ, შიშველი ხელებით შევლენ კინოთეატრებში, შემდეგ გადაინაცვლებენ საოპერატოროში, გათიშავენ ამ ფილმის ჩვენებას და ჩაშლიან სეანსებს, რადგან, ლევან ვასაძის თქმით, „ლიბერალებს უნდათ, ამ კვირას ნამუსი აგვხადონ“.
გამოხატვის თავისუფლება, თუ გარყვნილების პროპაგანდა?! - ასე რადიკალურად უყურებენ ამ ფილმის ჩვენებას ჩვენი მოქალაქეები.
ჩვენ დავინტერესდით, რა გავლენას ახდენს ასეთი ფილმები არა მარტო ბავშვების, არამედ ზრდასრულთა ფსიქიკაზეც.
საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ვახანია მიიჩნევს, რომ, საზოგადოდ, ჰომოსექსუალიზმის, ისევე, როგორც ნარკომანიის პროპაგანდა ყოველთვის ახდენს მავნე ზეგავლენას ჩვენი საზოგადოების განვითარებაზე და ეს არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც ემუქრება. ამდენად, მცდარია მოსაზრება, თითქოს ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი ასეთი ფილმების ნახვის შემდეგ თავის ორიენტაციას არ შეიცვლის.
„ადამიანთა დაახლოებით 60-70% იბადება, როგორც ჩამოყალიბებული ჰეტეროსექსუალი. ამ ადამიანებს ნორმალურ პირობებში ვერ შეაცვლევინებ ორიენტაციას, თუკი იძულებით ციხეში ან სადმე რაიმე უბედურება არ შეემთხვევათ. სადღაც 5-დან მაქსიმუმ 10%-მდე იბადება ჩამოყალიბებული ჰომოსექსუალი, რომელიც მხოლოდ იძულებით თუ შეიცვლის ორიენტაციას და უბედურია ცხოვრებაში, რადგან მეტი გზა არ აქვს, ის უნდა ცხოვრობდეს ჰომოსექსუალურად. თუმცა რჩება ადამიანთა დაახლოებით 20-30%, რომელიც პოტენციურად შეიძლება გადაიხაროს აქეთაც და იქითაც. სწორედ ასეთი პროპაგანდა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მათზე, განურჩევლად იმისა, ისინი ბავშვები არიან, თუ ზრდასრულები. განსაკუთრებით, ეს ბავშვებს შეეხება, რადგან ბავშვი ჩამოუყალიბებელია, ვიდრე ზრდასრული, ამიტომ ორმაგად ძლიერად მოქმედებს ასეთი პროპაგანდა ბავშვებზე.
როცა ადამიანთა 20-30%-ზე ვსაუბრობთ, აქ მთავარია, ცხოვრების რა მომენტი გადასძალავთ მათ. ვთქვათ, გოგონას შეყვარებულმა უღალატა, უსინდისოდ მოექცა, მიატოვა, ამ გოგონას საზოგადოდ ყველა მამაკაცის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აუცილებლად გაუჩნდება. ამ დროს თუკი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა დაემთხვევა, ეს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იქნება, რომ გოგონა გადაიხაროს ჰომოსექსუალიზმისკენ, თუმცა მას რომ დახმარებოდნენ, არ გადაიხრებოდა და აღდგებოდა ისევ მისი ჰეტეროსექსუალური ორიენტაცია“, - აცხადებს ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბარში.
მისივე განმარტებით, როდესაც ჰომოსექსუალთა გამოხატვის თავისუფლებაზე ლაპარაკობენ, რატომღაც ავიწყდებათ, რომ გამოხატვის თავისუფლება საპროტესტო აქციის მომწყობებსაც აქვთ, ვისაც არ მოსწონთ ასეთი ფილმების პროპაგანდა. მარიხუანას პროპაგანდა, ტოტალიზატორები, მსგავსი ფილმები საქართველოს განვითარებისთვისაა ხელისშემშლელი. ზურაბ ვახანიას აზრით, საქართველო რომ განვითარდეს, საზოგადოებას სულ სხვანაირი განწყობა უნდა ჰქონდეს, ჩვენ გვჭირდება მიზანდასახული შრომა, რომ სახელმწიფო დადგეს ფეხზე, სხვანაირად ჩვენ ვიქნებით მაჩანჩალა ერი. ყველა სახელმწიფო, რომელმაც ბოლო 50 წელიწადში წარმატებას სწრაფად მიაღწია (ფინეთი, ნორვეგია, ისრაელი, იაპონია, თურქეთი) სწორედ პატრიოტიზმითა და შრომით დაწინაურდა.
ექსპერტს განათლების საკითხებში მანანა ნიკოლაიშვილს აინტერესებს, ეს ფილმი რატომ უნდა აჩვენონ ჩვენს კინოთეატრებში? ჩვენს ხელისუფლებას სძინავს? ეს ხომ ღია პროპაგანდაა?
„უნდა გამოვიდეთ ყველანი ქუჩაში, როგორ შეიძლება ასეთი ფილმების ჩვენება, ეს ყველაფერი ბავშვების საწინააღმდეგოდ კეთდება ისევე, როგორც ნარკოტიკების პროპაგანდა. ახლა გვარწმუნებენ, თითქოს მარიხუანას არავითარი ზეგავლენა არ აქვს ადამიანის ორგანიზმზე. მე ქიმიკოსი ვარ და ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნარკოტიკია მარიხუანა, რომელიც იწვევს ათეულობით დაავადებას, მათ შორის, ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლას. რაც შეეხება ამ ფილმს და მამაკაცების სიყვარულს ერთმანეთის მიმართ, ეს სოდომური ცოდვაა და გამოხატვის თავისუფლებით რომ აპელირებენ, გამოხატვის თავისუფლება სოდომურ ცოდვებზე არ ვრცელდება. სოდომურ ცოდვებს პროპაგანდა არ სჭირდება“, - აღნიშნა მანანა ნიკოლაიშვილმა ჩვენთან საუბრისას.
ჯერ ერთი, ამ ფილმს ასაკობრივი შეზღუდვა უნდა ჰქონდეს
მეორეც, რაც ამ ფილმის ანტირეკლამით იმდენი რეკლამა გაკეთდა...
მიზნებში და სტრატეგიებში მოვიკოჭლებთ, თანაც ძალიან...
აი, მიზნებზე და სტრატეგიებზე ფილმი : Miss Sloane ,რომელიც გერმანელებმა ასე თარგმნეს "სიმართლის გამოგონება ".
რატომაც არა... სააკაშვილმა და ბოკერიამ, რომელიც ყველაფერ ქართულ ებძოდნენ და ებრძვიან, ჯერ ერთმანეთი დაგმეს, მერე ტრადიციებზე და ღმერთზე საუბარი დაგვიწყეს.
...თან ამასობაში ერთადერთი აკადემიური მოწინააღმდეგე გურამ შარაძე გზიდან ისე ჩამოიშორეს, დღემდე არავინ გამოიძია და ...
ჰოჰ, ისეთები გაატარეთ და დიდი ამბავი ამ ფილმს თუ გაატარებდით!
ჰოდა, ეს უკანასკნელი რომ იმ ზემოთაღნიშნულ მედიაში ჩანდეს, მაგას უნდა მცოდნე პოლიტიკოსები ქვეყანაშითქო.
თქვენ კიდევ, კალაძე და ასეთებს რას ერჩიო. ვერჩი,ვერჩი იმიტომ რომ არ შეიძლება პოლიტიკოსი გერქვას და აზრზე არ იყო მსოფლიო პოლიტიკის, ისტორიის და ა.შ. საკითხებზე.
p.s. ჰო, ხელახლა წაიკითხეთ რაც კომუნისტებმა უკუღმა წაგაკითხათ... ხოლო, კაპიტალიზმის სოციო-კულტურულ დეტალებს ჯორჯ ორუელს თუ წაიკითხავთ, იქ გაიგებთ. ოღონდ, წინასწარი დასკვნების გარეშე უნდა წაიკითხოთ( ...და ყველაზე მთავარი, "ცხოველთა ფერმის", რომლის ინტერპრეტაცია კომუნიზმზე უფრო კაპიტალიზმმა ვერ გაიგო და იბჟუტურა.) ამის
გარდა ბევრი ნაწარმოები დაწერა მაგ კაცმა და მარტო, მაგ ნაწარმოებით, ნუ შეხედავთ მწერალს. მაგ "ველური ნაციონალიზმის" ტავის სასარგებლოდ გამოყენებით, ანადგურებდა ინგლისი ერებს და კულტურებს... ართმევდა, პარავდა და უნადგურებდა მათ ყველაფერს. სამაგიეროდ ეზიდებოდა ამ ქვეყნების ბუნებრივ სიმდიდრეს(მაგ. ხე-ტყეს... )მათ თაობიდან თაობაზე გადაცემულ ცოდნას...წერდა, ინახავდა და დღესაც ფულს აკეთებს ამით... თუმცა, რას გიხსნით... თქვენ გამოსავალი ის გგონიათ, ქუჩაში რომ გავარდებით და გულზე მჯიღის ცემას დაიწყებთ. არადა, ნაცარქექია( ჯეჯეს არმოსაწონი) ქართული ხალხური ზღაპარია.
ახლა მეორე... და ვინ გითხრა რომ რადგან ორუელი ვახსენე, ნიკო ლომოური, ეგნატე ნინოშვილი, დანიელ ჭონქაძე, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე და სხვები არ ვიცი და არ წამიკითხავსთქო?! ეკატერინე გაბაშვილის და ნინო ნაკაშიძის წიგნები, დღესაც იმ ბაფთებით შეკრული დევს ჩემს ბიბლიოთეკაში, ბავშვობაში რომ მომიტანეს( წავიკითხე და იმავე ბაფთებით შევინახე, რომ ის სიხარული არ დამვიწყებოდა)...
...და საერთოდ, ის რომ არ წამეკითხა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და ეს, ზღვაში წვეთია... ევროპას ვერ გავიგებდი. ამ უკანასკნელმა კიდევ, ქართული ღირებულებების სიყვარული, უფრო მასწავლა.
ბოდიშით, ის თუ არ მგონია,შეზარხოშებულ თამადასავით, რომ "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ". ასეთებს, კარგად იხვევს ენაზე ეს, ჩვენი ნიფხვებიდან ამომხტარი ასო-ები და და ღლაბუცობს მერე, ზუსტადაც ჩვენი ერისთვის სამარცხვინო მეთოდებით.
აბა ჰე, ხელი შეუწყვეთ, რაც შეიძლება მეტ ველურ და განუვითარებელად გაასაღებიეთ ამ მლიქვნელ და ორპირ ევროპელებს ჩვენი კულტურა... მეტი ალაპარაკეთ კინო-თეატრებში შევარდნებით და გამოვარდნებით... აბა გელათის და იყალთოს ამათ არაფერი აინტერესებთ, ჩვენ კიდევ ან პოლიტიკაში ძვრომიალი უნდა ვისწავლოთ,ან სიღატაკეში ცხოვრება, ან უცხოეთში ვიღაცეების მეკურტნეობა... მოხუცის მოვლა.
პ.ს. ასე იცის საითაც ფოკუსს გადაწევენ, იქეთ რომ გარბიხართ... საკუთარი ფოკუსი არ გაქვთ!... ან დიდი ხანია სხვას მიანდეთ...თქვენზე წარმატებულს და ფულიანს!
მაგასთან შედარებით ბერნარდ შოუს Mrs. Warren's Profession ("ქალბატონ უორენის პროფესია"... არ ვიცი ქართულად თუ ასე ქვია... )ხომ საერთოდ უწყინარი ამბავია.
...ახლა, ალმადოვარის "ცუდი აღზრდა"... ან " Call Me by Your Name" (რეჟისორი არ ვიცი ) ხომ საერთოდ შესაკივლებლად გამოდგებოდა რომელიმე კინოფესტივალზე...
არც საბჭოთა კავშირში არ იყო სექსი და მაინც უყურა ხალხმა "ანჟელიკა და მეფეს" და "ემანუელას" ... (ტიტუ, მე მაშინ დაბადებული არ ვიყავი და რეებს ვწერ!) ამას, ნუ გაგამუგლიებთ. ნაბუკოვს" ლოლიტას" გამო არ ვიცი რა ბედი ეწია, მგონი ისედაც აშშ-ში ცხოვრობდა, ტორემ გადაასახლებდნენ...
კაი, მოკლედ ერთს ვიტყვი და მორჩა.
თქვენ შვილებს და შვილიშვილებს, ვერც კინორეჟოსორები აღზრდიან, ვერც მღვდლები და ვერც სულელი მთავრობა, თუკი თქვენ თავად დაკავდებით მათი აღზრდით! ნუ აბრალეთ სხვას თქვენს სისუსტეებს. საკუთარ სიძლიერეზე იფიქრეთ და იზრუნეთ და ვერავინ ვერ მოგერევათ!
მე, საერთოდ არ წამიკითხავს. მარტო "ბურმის დღეები" ქართულად მგონი არ გვაქვს... "Down and Out in Paris and London" და კიდევ პუბლიცისტური წერილები მაქვს წაკითხული. ადრე, სტუდენტობის დროს.
ანუ რასაც დაახლებით ჩვენ გვიკეთებენ...
იტყვი დამოუკიდებლად შენ შენი წილი შეცვალეო....
რაღაცეებში შეიძლება დაგეთანხმო, მაგრამ..... .ადამიანი მარტო არაა.......თუ არა ზევიდან, დაბლიდან გამოსაძრომ ადგილს მე უბრალოდ ვერ ვხედავ....უბრალოდ არ ვიცი
მოკლედ ჩაკეტილი წრეა......... ანუ როგორც ჩემი ზემლიაკები ვამბობთ ხოლმე....... ლავუაზიეს კანონია....
...თუმცა, ჯერ დანახვა და ამაზე საუბარია მთავარი... რაც მან ვფიქრობ კეთილსინდისიერად გააკეთა. მას თავად არ უსარგებლია ამ ბრიტანული უპირატესობით,არც იქ სადაც დაიბადა ბურმაში და არც შემდგომ, როდესაც ინგლისში დაბრუნდა. პრაქტიკულად სიღატაკეში გარდაიცვალა.
რაც შეგვეხება ჩვენ... კუჭს არ გასცილდეთო გვეუბნებიან და ჩვენც ვიჯერებთ. მორჩილება ცუდი რამაა!