ლევან აკინი: “ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც ყველა უნდა მოიცვას”

ლევან აკინი: “ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც ყველა უნდა მოიცვას”

ლევან აკინი მისი რეჟისურით გადაღებული ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით რადიკალი ჯგუფების წინააღმდეგობას, აგრესიასა და დაგეგმილ საპროტესტო ქმედებებს ინსტაგრამ-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

მისი თქმით, აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, ჭირდებათ იყვნენ მამაცები და ამავე დროს იყვნენ ძალადობის რისკის ქვეშ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად მიდიან.

„ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, რა ხდება საქართველოში, And Then We Danced-ის პრემიერის დღეს, პარასკევს.

ზოგიერთი ულტრა-მემარჯვენე ძალები და ეკლესია გეგმავენ, რომ შეაჩერონ ადამიანები კინოთეატრებში შესვლისგან, სადაც ყველა ბილეთი გაიყიდა.

აბსურდია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, ჭირდებათ იყვნენ მამაცები და ამავე დროს იყვნენ ძალადობის რისკის ქვეშ, მხოლოდ იმიტომ, რომ ფილმის სანახავად მიდიან.

მე ეს ფილმი სიყვარულითა და გულშემატკივრობით შევქმენი. ეს არის ჩემი სიყვარულის წერილი საქართველოსადმი და ჩემი მემკვიდრეობისადმი. ამ ამბით მსურდა ქართული კულტურისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, რომელმაც საკუთარ თავში ყველა უნდა მოიცვას და არა ზოგიერთი.

თუმცა, საუბედუროდ, ცხოვრება ბნელ დროში გვიწევს და მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს, როგორი სასიცოცხლოა, რომ დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ ნებისმიერი გზით“, – დაწერა ლევან აკინმა.

ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის ჩვენება საქართველოში მხოლოდ სამ დღეს, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.​

amo " თუმცა, საუბედუროდ, ცხოვრება ბნელ დროში გვიწევს და მიმდინარე პროტესტი ამტკიცებს, როგორი სასიცოცხლოა, რომ დადგე ამ ჩრდილოვანი ძალების წინააღმდეგ ნებისმიერი გზით“, – დაწერა ლევან აკინმა. " ვინაა ეს ოჯახაფეთქებული ლევან აკინი.
4 წლის უკან
სოციალისტი ეს აკინი არის ავთვისებიანი სიმსივნის, კიბოს მეტსტაზი! ის მეტასტაზია, რომელიც ღრმად დაავადებული დასავლეთიდან ჩვენი ერის სულიერ და ხორციელ სხეულში შემოღწევას ჯიუტად ლამობს! ყველანი ვხედავთ რა გლობალური ძალები გვიპირისპირდებიან. ნიშანდობლივია ეკლესიაზე შეტევის და ამ ფილმის ჩვენების დროში თანხვედრა. არავითარ შემთხვევაში ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევა. ეს არის ძალადობა ქართულ სახელმწიფოზე, გენზე, ჩვენს საზოგადოებაზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ბავშვებზე, ქართველი ერის მომავალზე! ომი გამოგვიცხადა მსოფლიო ლიბერასტულ-ლგბტ საზოგადოებამ! ომია, ომი... უკვე იხმარეს ბირთვული იარაღი (პეტრე-პაატას ბრალდება ჩვენი მხცოვანი პატრიარქისადმი). ცდილობენ ბოლომდე გაგვანადგურონ!
4 წლის უკან
სოციალისტი ის წყეული მეტასტაზი დღესვე თუ არ მოიკვეთა მერე გვიანი იქნება!
4 წლის უკან