„ნარკოტიკები, მრუშობა და მამათმავლობა“ - რა ცოდვების გამო განკვეთეს სასულიერო პირები ეკლესიიდან

„ნარკოტიკები, მრუშობა და მამათმავლობა“ - რა ცოდვების გამო განკვეთეს სასულიერო პირები ეკლესიიდან

"30-ზე მეტი სასულიერო პირია განკვეთილი სხვადასხვა ცოდვების გამო ბოლო 5-6 წლის განმავლობაში", - ამის შესახებ, მამა შალვა კეკელიამ ტელეკომპანია "რუსთავი2"-ში სტუმრობისას განაცხადა.

მამა შალვას თქმით, არამარტო მრუშობაში, არამედ ნარკოდანაშაულის ბრალდებითაც, ინფორმაციის გაგებისთავანავე, არაერთი სასულიერო პირი დაუყონებლივ განაყენა საპატრიარქომ.

"ძალიან ბევრი შემთხვევა გვქონდა, მოუწოდებიათ ჩვენთვის ინფორმაცია, რომ მაგალითად სასულიერო პირს ნარკოტიკი შემოუტანია ან ნარკოტიკს იხმარდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ საპატრიარქოს ამ შემთხვევაზე რეაგირება გამოუხატავს იმ წუთშივე, სასულიერო პირს შეჩერებია მღვდელმსახურება.

მოქმედი სასულიერო პირები ეკლესიამ განაყენა და გაუჩერა მათ მღვდელმსახურება. ეს ცოდვებია თუნდაც ნარკოტიკთან დაკავშირებით, მრუშობის ცოდვა, მამათმავლობის ცოდვა, რომელსაც ეკლესია არ ეგუება და ამ სასულიერო პირის განკვეთა უნდა დადგეს და მას არანაირი უფლება არ აქვს, რომ ეკლესიამ ის ოდესმე შეიწყალოს. 30-ზე მეტი სასულიერო პირია განკვეთილი სხვადასხვა ცოდვების გამო ბოლო 5-6 წლის განმავლობაში,"- აცხადებს მამა შალვა კეკელია.