“ჩვენი პროტესტი არ შეიძლება გამოიხატოს ძალადობით, შევარდნით, ჩხუბით“ - მამა შალვა And Then We Danced-ზე

“ჩვენი პროტესტი არ შეიძლება გამოიხატოს ძალადობით, შევარდნით, ჩხუბით“ - მამა შალვა And Then We Danced-ზე

ვინც თვლის თავს მართმადიდებელ ადამიანად, ეკლესიის წევრად, ამ ფილმის ყურებაში არ უნდა მიიღოს მონაწილოება - აცხადებს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია ფილმის And Then We Danced ჩვენებასთან დაკავშირებით.

მამა შალვა კეკელიას აზრით მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა მსგავსი შინაარსის ფილმს არ უნდა უყუროს.

"ჩვენი პროტესტი არ შეიძლება გამოიხატოს ძალადობით, შევარდნით, ჩხუბით, ბილწსიტყვაობით, ეს ყოვლად მიუღებელია. არცერთი, ვინც თვლის თავს მართმადიდებელ ადამიანად, ეკლესიის წევრად, ამ ფილმის ყურებაში არ უნდა მიიღოს მონაწილოება. ჩემი პოზიციაა ეს. ამ ფილმის საყურებლად არ უნდა შევიდეთ კინოთეატრებში", - ამბობს მამა შალვა კეკელია.

შეგახსენებთ, ქართულ-შვედური ფილმის სახელწოდებით - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება თბილისისა და ბათუმის 6-ს კინოთეატრში ერთდროულად იგეგმება.