მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის საქმეზე შსს -მ გამოძიება დაიწყო

მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის საქმეზე შსს -მ გამოძიება დაიწყო

მამა გიორგი სხილაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც ირკვევა, პროკურატურამ უწყებას შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მასალა უკვე გადაუგზავნა. გამოძიება 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს.

მამა გიორგიმ საქართველო უკვე დატოვა. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ მან წერილი მიიღო, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.