"კახი, სად წავიდა სკამები?" - ვინ ჭამს მერიაში სკამებს?

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი, ავრცელებს ორ ვიდეოს, ერთში ჩანს, როგორ ხსნის კახა კალაძე, ქართულ-შვედური მეგობრობის კუთხეს, პარკს ვარკეთილში 31 ოქტომბერს, შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად - პარკის სამუშაოები არც მაშინ არის დასრულებული, მაგრამ კალაძემ იმ ვიდეოში ამბობს, რომ პარკი გაიხსნა და ჩანს პარკში განთავსებული სკამები (საკმაოდ ბევრი სკამია, მინდა გითხრათ)

მეორე ვიდეო დღეს, 7 ნოემბერსაა გადაღებული, იგივე პარკში, იგივე ფანტანთან - და ამჯერად, ვიდეოში არც ერთი სკამი არ ჩანს.

ლევან ხაბეიშვილის სვამს კითხვას:

"სად წაიღე, კახი, სკამები?

მერმა სკამები მოიტანა, სატელევიზო გადაღებისთვის, შვედეთის ელჩიც მოატყუა და მერე სკამები უკან წაიღო?

მისტიური სკამები დადგით და გაქრა?"