რას ამბობს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ზურაბ ჟვანიას ქვრივთან ურთიერთობაზე

რას ამბობს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ზურაბ ჟვანიას ქვრივთან ურთიერთობაზე

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს თავისი პირადი ცხოვრების შესახებ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად მართალია თბილისში უკვე დიდი ხნის მოარული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ მასა და ზურაბ ჟვანიას ქვრივს, ნინო ქადაგიძეს, რომანი აქვთ.

მთავარი კითხვა, თქვენი პირადი ცხოვრებიდან ნინო ქადაგიძე-ჟვანიას ეხება - ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ისმის, ერთად არიანო.

გიორგი ნაკაშიძე:

ნინო ჩემი უახლოესი ადამიანია. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და როგორც ვიცი, მასაც ძალიან ვუყვარვარ. დრამატული ადამიანია, ისეთი რამეები გადაიტანა, თუმცა ერთი წამით არ გადაგდებს ამ დრამატიზმს. უბრალოდ, იმ ინფორმაციით, რომელიც გაქვს, დასკვნა გამოგაქვს. ძალიან ახლო მეგობრობა გვაქვს. რა კარგია, რომ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და გვერდით უდგანან ერთმანეთს, რამდენადაც შესაძლებელია.

ამ ურთიერთობაზე არა, ზოგადად გეკიტხებით, ოჯახის კიდევვ ერთხელ შექმნაზე რას ფიქრობთ?

შეიძლება, თვითონ ეს სიტყვა - ქორწინება მაშინებს, ცუდი გამოცდილება მივიღე და ეტყობა, შინაგანი „ბლოკინგი" მაქვს დაყენებული. როცა ქორწინდები და ჯვარს იწერ ადამიანზე, მართლა ერთი ფუთი მარილი უნდა გქონდეს ნაჭამი მასთან ერთად. იმ ასაკში არ ვარ, რო რამე იმპულსურად გავაკეთო. ასე რომ, ასჯერ გავზომავ და ერთხელ გავჭრი.