თეოლოოგიის დოქტორი გიორგი ანდრიძე “2020NEWS” -თან არ გამორიცახვს, რომ მეუფეების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდშია ჩაწერილი, უახლოეს მომავალში გასაჯაროვდეს. მისივე თქმით, აღნიშნული კადრები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს “ჯიბით დააქვს“.
“ფარული ჩანაწერების დამზადება მიშა სააკაშვილისა და მისი ბანდის ხელწერაა. ეჭვი მაქვს, რომ მეუფეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გასაჯაროვდება. ეს კადრები პირადად მიშა სააკაშვილს უდევს ჯიბეში“, - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
ცნობისთვის, დეკანოზ შალვა კეკელიას ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა“ წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, ვიდეოს უღებდა და ამ ფარული კადრებით აშანტაჟებდა. დეკანოზმა აღნიშნული განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ გააკეთა.