პროკურატურა მაკო გომურს პასუხობს

პროკურატურა მაკო გომურს პასუხობს

გენერალური პროკურატურა 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული მაკო გომურის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ხორციელდება სხვადასხვა, სტანდარტული პროცედურები".

როგორც "ნიუპოსტს" მთავარ საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, "აქციის მონაწილეთა დაზარალებულად ცნობისთვის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ ცალკეული პირების მიმართ მოთხოვნილი მონაცემების მოსაპოვებლად გამოძიებამ, აქციის მონაწილებს დაუსვა სტანდარტული კითხვები, რასაც მოიცავს კანონის მიხედვით განსაზღვრული პროცედურა".

პროკურატურის ცნობით, 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოება დამატებით იქნება ინფორმირებული.

მაკო გომური, რომელმაც აქციის დარბევის შედეგად თვალი დაკარგა, აცხადებს, რომ ექსპერტიზის შეკითხვა გადასცეს, სადაც ეკითხებიან, ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა.

სოციალისტი ამ ლამაზ გოგოს მთელი საქართველო ვეფერებთ, გვიყვარს! თუ სურვილი ექნება ჩამოვიდეს და ჩემს სახლში იცხოვროს მშობლებთან ერთად. მართლა ძალიან კარგი გოგოა! მაგრამ ახლა ის რაც მოხდა ვერ გამოსწორდება, ამიტომ მაკუს ავრელიუსის სიტყვებით ვანუგეშებ -
შეეგუე ყველაფერს, რაც ბედმა გარგუნა წილად. გიყვარდეს კაცნი, რომელთა შორისაც გიწევს ცხოვრება, მაგრამ გულწრფელი სიყვარულით.
5 წლის უკან
სოციალისტი უნდა შეეჩვიო მხოლოდ და მხოლოდ კეთილზე ფიქრს, რათა ანაზდად რომ გკითხონ, რას ფიქრობო ამ წუთას, შეგეძლოს გულახდილად მიუგო მყისვე, რაზე ფიქრობ, ან რა გაქვს გულში.
5 წლის უკან