ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა მთელ გუნდთან ერთად აიღო პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგა.
“ 7 ნოემბერს პრეზიდენტი გადადგა. საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო და პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა მთელ გუნდთან ერთად აიღო, გადადგა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. 20 ივნისს კი გახარიამ ახალგაზრდებს თვალები დათხარა და ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრად დააწინაურა. ეს იქნება ჩემი პასუხი“ ,- აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 12 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს: აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია "იმედში“ - სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა.