სააკაშვილი: ივანიშვილს რომ მართლა ესმოდეს შვილების სიყვარული, მაკო გომურს ასე არ მოექცეოდა

 სააკაშვილი: ივანიშვილს რომ მართლა ესმოდეს შვილების სიყვარული, მაკო გომურს ასე არ მოექცეოდა

"მე მამა ვარ და ივანიშვილიც მამაა, მაგრამ ივანიშვილს რომ მართლა ესმოდეს, თუ რა არის შვილების სიყვარული, ამ გოგოს ასე არ მოექცეოდა“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულ გოგონასთან, მაკო გომურთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, მაკო გომურს, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, გუშინ პროკურატურამ ჰკითხა, მართლა გქონდა თუ არა ჯანსაღი თვალიო. ამის შესახებ გომურმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„მოკლედ, 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო? წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა, ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?“, - დაწერა სოციალურ ქსელში მაკო გომურმა.

სოციალისტი ივანიშვილს რომ ესმის, უყვარს და უვლის თავის შვილებს ნეტა ყველას შეგვაძლებინოს ღმერთმა! შენ მიშა კი ამ ჩერჩეტულ აზრებს ნუ აცხობ კუტი პურივით! თორემ მთლად დაკარგავ პატივისმცემლებს! ახლა რომ არჩევნები წავა 5% მაქსიმუმი, რასაც შენ და შენი მომხრეები აიღებთ!
5 წლის უკან
tngh რაც მეტ მსგავს "სიბრძნეს" იტყვით, მით უფრო მეტად წააგებთ არჩევნებს...
5 წლის უკან