44 წლის ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი შვილებთან 8 წლის ჰარპერთან, 20 წლის ბრუკლინთან, 14 წლის კრუზთან ერთად ლონდონში იმყოფებოდა.
მამა-შვილებმა ერთად ფოიერვერკს უყურა.
მათი ფოტოები სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა და ყველამ აღნიშნა, რომ დევიდი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ მისაბაძი მამაა.
სამწუხაროდ ოჯახთან ყოფნა დევიდის მეუღლემ ვიქტორიამ და მათმა ვაჟმა 17 წლის რომეომ ვერ მოახერხეს.