ირინა შეიკი უწყინარი ფოტოს გამო კიდევ ერთხელ გახდა საზოგადოების განსჯის ობიექტი. 33 წლის სუპერმოდელმა სოციალურ ქსელებში ბიკინიში გადაღებული მორიგი ფოტო დადო და სხეულის იდეალური ფორმების მიუხედავად ნეგატიური კომენტარებიც დაიმსახურა.
მაშინ როცა გულშემატკივარი ახალგაზრდა დედის შესანიშნავმა ფორმამ კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა, ნაწილმა ხაზი გაუსვა მის საეჭვო გააქტიურებას სოციალურ ქსელებში, მით უფრო კი, ნახევრად შიშველ პოზირებას.
"მას ერთი სული ჰქონდა ბრედლის როდის დაშორდებოდა," - დაწერა მოდელის საქციელით უკმაყოფილო მომხმარებელმა.