როგორც იცით რამდენიმე დღის წინ 25 წლის კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი, მეუღლის ჰეილი ბოლდვინის გარეშე, კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში, მთებში წავიდა სალოცავად და მარტო დასაფიქრებლად.
უცნობია, მიზეზი, თუმცა როგორც ტაბლოიდები და უცხოური გამოცემები იუწყებოდნენ, გადაწყვეტილება მის ყოფილ შეყვარებულს სელენა გომეზს ეხებოდა.
შემსრულებელი რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა ლოს ანჯელესში, პაპარაცებმა ის დარბაზში მიმავალი დააფიქსირეს.