როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, 5 ნოემბერს რეალითი შოუს Keeping Up With The Kardashians-ის ვარსკვლავს, კრის ჯენერს 64 წელი შეუსრულდა.
კაილი ჯენერმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, თუ როგორ აღნიშნა დედის დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად. კაილიმ და კენდალმა ჯერ დედასთან ერთად გაისეინეს, შემდეგ კი მასთან ერთად ივახშმეს.
შემდეგ კიმმა დედას მოულოდნელად ბარათი გადასცა, რის მიხედვითაც მან ცოტა ხნით ის ადგილი იქირავა, სადაც ოჯახი თავდაპირველად ცხოვრობდა. კრისისთვის ეს ყველაფერი ემოციური აღმოჩნდა და ბედნიერებისგან ტირილი დაიწყო.