"ბარსელონაში" ვალვერდეს შემცვლელებზე ფიქრობენ

კატალონიის „ბარსელონაში“ ერნესტო ვალვერდეს შესაძლო შემცვლელებზე ფიქრობენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ბლაუგრანა“ ლა ლიგაშიც ლიდერია და ჩემპიონთა ლიგაზე თავის ჯგუფსაც ლიდერობს, ვალვერდეს გუნდის თამაშის ხარისხი ბევრ კითხვას აჩენს.

აქამდე „ბარსელონას“ ყველაზე აქტიურად ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს უკავშირებდნენ. ახლა კი, წინა პლანზე ერიკ ტენ ჰაგისა და მარსელო გალიარდოს კანდიდატურები გადმოვიდნენ.

ტენ ჰაგი „აიაქსს“ დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს, რადგან შეთავაზებები არ აკლია, ხოლო გალიარდო „რივერ პლეიტში“ შესანიშნავი მუშაობით ყველაზე შთაბეჭდილებას ახდენს.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ გალიარდოს პეპ გვარდიოლა და ლიონელ მესი უჭერენ მხარს. რაც შეეხება ტენ ჰაგს, გვარდიოლას თანაშემწედ უმუშავია და „ბარსელონას“ სტილთან ძალიან ახლოსაა.