საგანგებო ვითარება ამსტერდამის აეროპორტში ცრუ განგაშმა გამოიწვია

საგანგებო ვითარება ამსტერდამის აეროპორტში ცრუ განგაშმა გამოიწვია

ნიდერლანდების პოლიციას ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტ „შიპჰოლში“ ცრუ განგაშის გამო ოპერაციის ჩატარება მოუწია. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი თვითმფრინავის გვერდით პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები იყო მობილიზებული. ინციდენტს მიანიჭეს კოდი GღIP-3, რაც ნიშნავს, რომ მდგომარეობა სერიოზული იყო და შესაძლოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი საფრთხეს წარმოადგენდა.

თჰე შუნ-ის ცნობით, ინციდენტი Air Europe-ის თვითმფრინავზე ვითარდებოდა, რომელიც მადრიდში გასაფრენად ემზადებოდა. გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე სამი შეიარაღებული კაცი თვითმფრინავის გატაცებას ცდილობდა.

მოგვიანებით დადგინდა, რომ მომხდარი ცრუ განგაში აღმოჩნდა. თვითმფრინავის პილოტმა შემთხვევით დააჭირა ღილაკს, რომელიც სამართალდამცველებს გატაცების საფრთხის შესახებ ატყობინებს.