კარტოფილის კატლეტები ტომატის წვენში - სადილი ფაქტობრივად არაფრისგან!

კარტოფილის კატლეტები ტომატის წვენში - სადილი ფაქტობრივად არაფრისგან!

ინგრედიენტები

ხახვი - 2 თავი მოზრდილი

კარტოფილი - 1 მოზრდილი

მანის ბურღული - 3 ს/კ

მარილი - გემოვნებით

ზეთი შესაწვავად

ტომატის წვენი - 1 ლ

მომზადების წესები

ხახვი დაჭერით რაც შეიძლება წვრილად.

კარტოფილი გახეხეთ წვრილად და დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. მოაყარეთ მარილი.

დაუმატეთ მანის ბურღული, აურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთი, რათა გაფუვდეს.

როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, სველი ხელებით გააკეთეთ პატარა კატლეტები და შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.

შემწვარი კატლეტები ჩაალაგეთ სქელძირიან ქვაბში, დაასხით ტომატის წვენი, დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 30 წუთის განმავლობაში. არ ამოურიოთ.