საქართველოს ნაკრებისა და სეტუბალის „ვიტორიას“ მეკარის, გიორგი მაკარიძის მიმართ ინტერესს ლისაბონის „სპორტინგი“ იჩენს. ავტორიტეტული გამოცემა A Bola იტყობინება, რომ პორტუგალიური გრანდის ხელმძღანელობას ფეხბურთელის გადაბირება ზამთარში სურთ.
როგორც ხსენებული წყარო წერს, „სპორტინგს“ რენან რიბეიროსა და ლუის მაშიმიანოს სახით ორი მეკარე უკვე ჰყავს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბს ამ პოზიციის კიდევ უფრო გამაგრება აქვთ გადაწყვეტილი.
ლეონელ პონტესისთვის და გუნდის ხელმძღვანელობისთვის შემადგენლობის გაძლიერების კარგი ვარიანტია. აქვე ვთქვათ, რომ 29 წლის მეკარის სატრანსფერო ღირებულება 1.2 მილიონ ევროს შეადგენს.
გიორგის მართლაც ჩინებული სეზონი აქვს და პორტუგალიის ჩემპიონატის 10 მატჩში 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ 6 გოლი გაუშვა. ახლო წარსულში ქართველ მეკარეს ლისაბონის „ბენფიკასა“ და „ბრაგასაც“ უკავშირებდნენ.