ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში "ბარსელონა" "სლავიას" 0:0 დაუზავდა. მატჩისშემდეგ კატალონიელთა თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მატჩისშემდეგ კომენტარი გააკეთა.
"სამწუხაროდ ვერ გვიმარჯვეთ, ეს ჩვენი ერთ-ერთი ცუდი თამაში იყო. გვქონდა მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო, რადგან აუცილებლად უნდა მოგვეგო. არა უშავს ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ახლა მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ"- განაცხადა ვალვერდემ.
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში 4 ტურის შემდეგ 8 ქულით პირველ ადგილზეა. "ბარსა" ლა ლიგის მე-13 ტურში შინ "სელტას" დაუპირისპირდება, შეხვედრა 9 ნოემებრს გაიმართება.