ცნობილი მსახიობის კრისტენ სტიუარტის თქმით, რობერტ პატინსონი მისი პირველი სიყვარული იყო. ამის შესახებ მსახიობმა The Howard Stern Show-ში ისაუბრა.
„არასდროს მომეცა უფლება მეთქვა რა მოხდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ყურადღების მაძებრად გამოვჩნდებოდი. ჩვენ ერთად წლების განმავლობაში ვიყავით, ის ჩემი პირველი სიყვარული იყო“, - განაცხადამსახიობმა.
სტუარტის თქმით, მათ ურთიერთობაში ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორები იყო, ისინი ვერ ახერხებდნენ თავისუფლები ყოფილიყვნენ და მუდამ პაპარაცები დასდევდნენ.
კითხვაზე სურდა თუ არა პატინსონზე დაქორწინება, კრისტენმა თავიდან უარყო, თუმცა შემდეგში აღიარა, რომ სურდა. „არ ვიცი, მინდოდა, დიახ... არ ვიცი. მე არ ვარ სუპერ ტრადიციული, თუმცა ვისთანაც ვყოფილვარ, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და არასდროს მქონია შემთხვევითი ურთიერთობები“, - აღნიშნა მსახიობმა.
რობერტ პატინსონმა და კრისტენ სტიუარტმა ერთმანეთი Twilight-ის გადაღებებზე გაიცნეს და ურთიერთობა მალევე დაიწყეს. წყვილი ერთმანეთს 2012 წელს დაშორდა.