შავი ქურთუკი და შარვალი, რომლებიც მსახიობ ოლივია ნიუტონ-ჯონს ფილმ „ბრეოლინში“ეცვა აუქციონზე 405 700 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ანსამბლი მსახიობს ცნობილი სიმღერის „Youre the one that I want“ შესრულების დროს ეცვა. აუქციონზე გაიყიდა ფილმის აფიშა ჯონ ტრავოლტას და ნიუტონ-ჯონის ავტოგრაფებით. ამ ლოტში მყიდველმა 64 000 გადაიხადა. მყიდველების ვინაობა უცნობია.
აუქციონის ორგანიზატორი სახლი ჟულიენ’ს Aუცტიონს-ია. შემოსავლის ნაწილი ნიუტონ-ჯონის კიბოს კვლევის ცენტრში გადაირიცხება. მსახიობი ამ დაავადებას უკვე რამდენიმე წელია ებრძვის.
რეჟისორ რენდალ კლაიზერის მუსიკალური ფილმი „ბრეოლინი“ ეკრანებზე 1978 წელს გამოვიდა. მთავარ როლებს მასში ოლივია ნიუტონ-ჯონი და ჯონ ტრავოლტა ასრულებდნენ.