ჰოლივუდის ვარსკვლავმა და პლანეტის ერთ–ერთმა სექს–სიმბოლომ – ანჯელინა ჯოლიმ, თავისი 9 წლის ბიჭუნა შოკში ჩააგდო, როცა გადასაღებ მოედანზე კაცურად გადაცმული გამოვიდა. ანჯელინას ასეთი გარდასახვა რა თქმა უნდა, რეჟისორის ჩანაფიქრი იყო და ამაში მსახიობს “დანაშაული“ ნამდვილად არ მიუძღვის, თუმცა, მისი შვილი – მედოქსი “გამამაკაცებული“ დედის ხილვამ ძალიან დააბნია და გაოგნებული, სტუდიიდან გაიქცა.
ხოლო, როდესაც აანჯელინა შვილს გაეკიდა და დაუძახა, მამაკაცურად ცაცმული დედის ხმის გაგონებაზე ბავშვი უარეს დღეში ჩავარდა.. ეს ფაქტი უმალვე გახდა ამერიკელი ფსიქოლოგების განსჯის საგანი და მათ, ანჯელინა ჯოლის საქციელს “დაუკვირვებლობა“ და “უპასუხისმგებლობა“ უწოდეს.სპეციალისტების აზრით, მსგავსი ქმედება ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვიანებით გამოვლინდეს.
მამაკაცურად ჩაცმული ანჯელინას ნახვა არც მის ქმარს – ბრად პიტს მოეწონა, რომელმაც მან ვერ აკოცა საყვარელ ცოლს, რადგან ის კაცივით გამოიყურებოდა და საერთოდ არ იყო მიმზიდველი.