მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ქალაქ ლოს - ანჟელესში ახალი მხატვრული ფილმის გადაღება დაიწყო. მისი სახელწოდებაა „მისტერ ბენქსის გადარჩენა“.
ამ სურათის მთავარი მომქმედი გმირი ახლო წარსულში ცნობილი ანიმატორი უოლტ დისნეია. მის როლს პოპულარული კინომსახიობი ტომ ჰენქსი შეასრულებს.
1934 წელს წელს მწერალმა პამელა ტრევერსმა საბავშვო წიგნი „მერი პოპინსის თავგადასავალი“ გამოაქვეყნა. ამ ნაწარმოებით უოლტ დისნეის კინოსტუდია დაინტერესდა, მაგრამ მწერალმა მისი ეკრანიზაციის უფლება კატეგორიულად არ გაყიდა.
მერი პოპინსის შესახებ პირველი გადაღებული სურათი მხოლოდ 1964 წელს ვიხილეთ.
ფილმში „მისტერ ბენქსის გადარჩენა“ ნაჩვენები იქნება უოლტ დისნეის კარიერის ის ფურცელი, როდესაც ცნობილი მულტიპლიკატორი ქალბატონ პამელა ტრევერსთან მოლაპარაკებას უშედეგოდ ცდილობდა.
მწერალმა დისნეისთან საუბრისას დიდი პრინციპულობა გამოიჩინა და მისთვის წიგნზე საავტორო უფლების გადაცემაზე მტკიცე უარი განაცხადა.
ახალ კინოსურათში მწერალი ქალბატონის როლს მსახიობი ემა ტომპსონი შეასრულებს.
ფილმის გადაღება 6 ნოემბერს ლოს - ანჯელესში დაიწყო. მისი მსოფლიო კინოპრემიერა კი 2013 წლის 20 დეკემბერსაა დაგეგმილი.