როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ პრინცი ჰარი უცხოური ტაბლოიდებისა და გამოცემების შესახებ საჯაროდ ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ისინი მისი ოჯახის უსაფრთხოდ ცხოვრებას უშლიდნენ ხელს.
პრინცი ჰარი სასამართლოში ლეგალური ქმედებების წამოწყების შესახებაც საუბრობდა.
მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დიდი ბრიტანეთის დატოვებას, საცხოვრებელი ადგილის პერმანენტულად შეცვლას და სხვა ქვეყანაში წასვლას აპირებდა.
თუმცა ინფორმაცია თავად ოჯახის წევრებს არ დაუდასტურებიათ. ამჯერად ერთ-ერთი ტაბლოიდი The National Enquirer ავრცელებს ინფორმაციას, რომ წყვილი მარტო ქვეყნიდან კი არა სამეფო ოჯახიდანაც მიდის.
ინფორმაცია თავად მეგანისა და ჰარის მიერ დადასტურებულია არაა, თუმცა უილიამისა და ჰარის დაძაბული ურთიერთობის შესახებ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი იწერება, ასე რომ გამორიცხული არაფერია არაა.