NBA-ში გოგა ბითაძეს „კლივლენდ კავალიერსთან“ პირველი გაბრწყინება ჰქონდა. ხუმრობა საქმე არაა, რომ 20 წლის ქართველი ორმაგ დუბლს წაეთამაშა - 10 ქულა, 9 მოხსნა.
ამასთან, გამოსარჩევი იყო მისი თამაში დაცვაში, სადაც 4 დაფარება მიითვალა, რაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩინებული შედეგია. ნამატჩევს გოგამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს.
„როდესაც სეზონი დაიწყო ნეიტმა (ნეიტ მაკმილანი, "ინდიანას" მწვრთნელი) მითხრა, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვყოფილიყავი. სეზონი გრძელია და ყოველჯერზე, როცა გუნდს დავჭირდები, მზად ვარ გუნდი გავაძლიერო. ეს მხოლოდ ჩემი მენტალიტეტია და ვეცდები გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო“, - თქვა ბითაძემ.
შეგახსენებთ, „ინდიანამ“ „კლივლენდი“ 102:95 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა.