შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი პაბში კაცზე თავდასხმისთვის გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მაკგრეგორმა დანაშაული აღიარა და დაზარალებულს ბოდიში მოუხადა. სასამართლომ მას 1000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ინციდენტი 2019 წლის აპრილში დუბლინის ერთ-ერთ პაბში მოხდა, როცა მაკგრეგორი საკუთარი წარმოების ვისკის სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა. მაკგრეგორი ბარში შევიდა, ვისკი Proper Twelve-ი იყიდა და ბარში მყოფებს მისი გასინჯვისკენ მოუწოდებდა.ბარის ერთ-ერთმა სტუმარმა სასმლის დაგემოვნებაზე უარი რამდენჯერმე თქვა, რის შემდეგ მაკგრეგორმა მას თავში ჩაარტყა და შემთხვევის ადგილი დატოვა.