ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ შინ „კლივლენდ კავალიერსი“ მიიღო და 102:95 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24:54 წუთი გაატარა და თავის გუნდს 10 ქულა და 9 მოხსნა მოუტანა.
მატჩში საუკეთესო შედეგი „კლივლენდის“ ფორვარდმა კევინ ლავმა (22 ქულა, 17 მოხსნა, 4 გადაცემა), „ინდიანას“ ცენტრმა დომანტას საბონისმა (18 ქულა, 17 მოხსნა, 4 გადაცემა) და „ინდიანას“ მცველმა ჯერემი ლემბმა (21 ქულა, 10 მოხსნა, 1 გადაცემა) აჩვენეს.
შემდეგ მატჩს ბითაძის გუნდი 4 ნოემბერს ინდიანაპოლისში „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.