ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39-ვე გარდაცვლილი ვიეტნამელია

ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39-ვე გარდაცვლილი ვიეტნამელია

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ესექსში სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39-ვე ადამიანი ვიეტნამელია. ამის შესახებ უწყებაზე დაყრდნობით სააგენტო Associated Press-ი წერს.

ესექსის საგრაფოს პოლიციის უფროსის თანაშემწემ ტიმ სმიტმა განაცხადა, რომ სამართალდამცველები რამდენიმე გარდაცვლილის ნათესავები იპოვეს და ვიეტნამის მთავრობას დაუკავშირდნენ.

23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი იპოვეს. მანქანა ესექსის საგრაფოში ბელგიიდან ჩავიდა. მიგრანტები ვიეტნამიდან იყვნენ. პოლიციამ მანქანის მძღოლ მორის რობინსონს მკვლელობაში ბრალი წაუყენა. 1 ნოემბერს ამავე საქმეზე დუბლინში 23 წლის იმონ ჰარისონი დააკავეს.  მას ბრალად 39 ადამიანის მკვლელობა, ადამიანებით ვაჭრობა და არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობა ედება.