ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

გამოძიების დაწყება უწყებას უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატების საჩივრის საფუძველზე დაავალა. დეპუტატები კლიჩკოს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

მათი თქმით, კლიჩკომ და კიევის საგზაო-სატრანსპორტო ნაგებობათა მშენებლობის სამსახურმა ​ხელოვნურად გაზარდეს შულიავის ხიდის რეკონსტრუქციის ღირებულება, რისთვისაც ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიარდი გრივნა (36 მილიონი ევრო) დაიხარჯა.