მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპისკოპოსი აღარ არის წმინდა სინოდის კრებაზე სიტუაცია დაიძაბა. ჭყონდიდის ეპისკოპოსი თანამდებობიდან გადააყენეს. ამის შესახებ მან საპატრიარქოს წინ შეკრებილ ჟურნალისტებს მეუფე პეტრემ თავად განუცხადა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა უსამართლოდ განმაყენა მღვდემთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის და "პიდარასტისს“ მხილება“ - განაცხადა ყოფილმა მღვდელმთავარმა წმინდა სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
ცნობისთვის წმინდა სინოდის დაწყებამდე მეუფე პეტრემ განაცხადა,რომ თუ სინოდის სხდომა პილატეს სასამართლოს დაემსგავსება, შესაძლოა, ყველაფერი მომხდეს.