Twitter-ი პოლიტიკურ რეკლამას სრულად აკრძალავს

Twitter-ი პოლიტიკურ რეკლამას სრულად აკრძალავს

Twitter-ზე პოლიტიკური რეკლამა სრულად აიკრძალება. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამაარსებელმა ჯეკ დორსიმ განცხადა.

„ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური გავლენა უნდა დაიმსახურო და არა იყიდო“, - წერს დორსი. აკრძალვა ძალაში 1-ლი ნოემბრიდან შევა.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ Twitter-მა სამთავრობო მედიის რეკლამა აკრძალა.