სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის დასჯაზე იმსჯელებენ

სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესა და მეუფე იაკობის დასჯაზე იმსჯელებენ

ხვალ, წმინდა სინოდის სხომაზე განსახილველ საკითხებს შორის ორი მიტროპოლიტის საკითხი დადგება. წმინდა სინოდის წევრები მეუფე პეტრესა (ცაავა) და მეუფე იაკობის (იაკობიშვილი) დასჯის ფორმებზე მსჯელობისთვის ემზადებიან.

როგორც ცნობილი გახდა, სხოდმის წინა კონსულტაციებზე მოსაზრება მეუფე პეტრესთვის წოდების ჩამორთმევისა და მეუფე იაკობისთვის გაფრთხილების მიცემის შესახებ გაჟღერდა.

„ახლა, პროცესები ისე მიდის, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე სურთ პროცედურულ განსახილველ თემებს შორის მეუფე პეტრესთვის წოდების ჩამორთმევა დადგეს, ხოლო მეუფე იაკობს მიეცეს გაფრთხილება. სინოდი დაეყრდნობა ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს - მოციქულთა 34-ე და 55-ე, ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9, მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონებს", - განაცხადა საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა.