„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაუქმება ან „მეცხრე არხთან“ შეერთება საერთოდ არ განიხილება

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაუქმება ან „მეცხრე არხთან“ შეერთება საერთოდ არ განიხილება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ბრძანებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახური შევიდა. ამის შესახებ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რევიზიის ჩასატარებლად საგადასახადო ორგანო შემოვიდა. გარკვეული კითხვები იბადება, კერძოდ, 1990-იანი წლებიდან დღემდე საგადასახადო ორგანო ამ ტელევიზიაში არასოდეს შემოსულა, აუდიტის სამსახური ამოწმებდა და აღნიშნული შემოწმება რამდენიმე დღეში უნდა ჩატარებულიყო და გასაკვირია, რატომ გადაწყდა ახლა აღნიშნული შემოწმების ჩატარება. შესამოწმებლად შემოსული ოფიცრები აცხადებენ, რომ ეს არის გეგმიური შემოწმება და თუკი მსგავსი შემოწმება არასოდეს ჩაუტარებია შემოსავლების სამსახურს, მაშინ როგორ შეიძლება, ის გეგმიურად ჩაითვალოს? ყველაფრის მიუხედავად, მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს შემოწმების პროცესს და არც ტელევიზიის სამუშაო პროცესს შეეშლება ხელი“, - განაცხადა ჭანტურიამ.

ამის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა და მასზე, როგორც თავისუფალ და დაბალანსებულ მედია-საშუალებაზე ზეწოლაზე ალაპარაკდა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის განცხადებით კი, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურის პოსტის „დათრევა“ ვერ შეძლო, მიზნის მიღწევას ყველა მეთოდის გამოყენებით აპირებს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს შეუთვალეს - ფიქრობდნენ იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაუქმებულიყო ან შეერთებოდა პრემიერ-მინისტრის მეუღლის ტელევიზიას „მე-9 არხს“. მას შემდეგ, რაც ამაზე უარი მიიღეს, ტელევიზიაში ფინანსური პოლიცია შეუშვეს, რადგან სურთ ფინანსური საფუძვლებით ტელევიზიის დახურვა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გოკა გაბაშვილმა.

დეპუტატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დააკონკრეტა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ირაკლი ტრიპოლსკი დაუკავშირდა ლევან გახელაძეს და პირდაპირ განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „მე-9 არხისთვის“ მიერთების თაობაზე, რაზეც გახელაძისგან მიიღო პასუხი, რომ ეს ძალზე უცნაური და მისთვის მიუღებელი წინადადება იყო.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალების გენშტაბის პოსტს, გაბაშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია, ჰყავდეს აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა და, რაკი ამ მიმართულებით კომპრომისის მოძებნა ვერ მოხერხდა, მათ გიორგი კალანდაძეც დააპატიმრეს. საპარლამენტო უმცირესობამ დღეს განაცხადა, რომ შემქნილი ვითარების გამო პარლამენტში მუშაობას დროებით აჩერებს და დედაქალაქში ბრუნდება.

გოკა გაბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მეცხრე არხისთვის“ მიერთების მცდელობას ეხება და, რომლის თანახმადაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრებთან ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ტრიპოლსკიმ გამართა, for.ge ირაკლი ტრიპოლსკის დაუკავშირდა. იგი არ უარყოფს ლევან გახელაძესთან შეხვედრას, მაგრამ ამბობს, რომ მათი საუბარი სულ სხვა თემებს ეხებოდა და მსგავსი რამ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ „მეცხრე არხს“ შეუერთდეს, მმართველ გუნდში აზრადაც კი არავის მოსვლია.

ირაკლი ტრიპოლსკი: „ეს არის სრული სიცრუე, მსგავს რამეზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. მე შევხვდი ლევან გახელაძეს, ამას არ უარვყოფ, მაგრამ იქ სულ სხვა თემაზე იყო საუბარი. საერთოდ „დათრევა“ რა სიტყვაა და გოკა გაბაშვილმა ჯობია ტერმინები შეარჩიოს. ჯერ ერთი, როგორც ვიცი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს სამეურვეო საბჭო ირჩევს და დათრევა რას ნიშნავს?

გაბაშვილის განცხადებით, საუბარი იყოსაზოგადოებრივი მაუწყებლის“ „მეცხრე არხთანშეერთებაზე

- რა სისულელეა, „პიკ“-ის დახურვაც „მეცხრე არხთან“ იყო დაკავშირებული? „პიკი“ იმიტომ დახურეს, რომ როგორც ამ ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მას ორი მილიონი ვერ მისცა. სად წავიდა ის ფული? ალბათ, ამას გაარკვევენ, მაგრამ როგორ დაიწყო ამ საკითხით დაინტერესება, ეს მე არ ვიცი.

ლევან გახელაძესთან რა თემებზე იყო საუბარი?

- ლევან გახელაძეს შევხვდი და ამას არც უარვყოფ. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლებმა თუ ვიღაცამ მიიტანა ინფორმაცია ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, თითქოს, საქართველოს ახალი ხელისუფლება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაუქმებას აპირებს. თუ არ ვცდები ჭანტურია შეხვდა ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს, შესაძლოა, თვითონ ლევან გახელაძეც იყო იქ, ამასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ბატონმა გახელაძემ მითხრა, რომ იმათთან ასეთი ინფორმაცია მივიდა და ახლა, 21 ნოემბერს ევროპის დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ლევან გახელაძემ მთხოვა, იქნებ ეს ადამიანი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილს შევახვედროთო. მე დავპირდი, რომ ვიკითხავდი და გავარკვევდი, შესაძლებელი იყო თუ არა ამ შეხვედრის ორგანიზება. სულ ეს იყო ჩვენი საუბარი.

ანუ, მმართველ გუნდშისაზოგადოებრივი მაუწყებლისგაუქმების, ან მისიმეცხრე არხთანშეერთების საკითხი არ განიხილება?

- რა სისულელეა, ვინ საუბრობს ამაზე, ან ვის სცალია ამისთვის საერთოდ.

საზოგადოებრივი მაუწყებლისგენერალურმა დირექტორმა, გია ჭანტურიამ განაცხადა, რომ შვიდ ნოემბერს მათთან ფინანსურის შესვლა სიმბოლურია და  2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაიმედშისპეც-რაზმის შესვლასთან გაავლო პარალელი.

- ნუ, ახლა, სხვა რა დარჩენიათ, უნდა შეადარონ რაღაცეებს. „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ფინანსური შევიდა, 2007 წლის 7 ნოემბერს კი „იმედში“ სპეც-რაზმი შევიდა და ტელეკომპანია დაარბიეს.

მას შემდეგ, რაცსაზობადოებრივ მაუწყებელშიფინანსური პოლიცია შევიდა, არხი საგანგებო რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა და მისი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის დაბალანსებული ტელეკომპანია, რომელზეც ზეწოლა ხორციელდება.

- რა დაბალანსებული? მოგეხსენებათ, მე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და გადავდექი ამ თანამდებობიდან. თუკი ეს ასეთი დაბალანსებული არხი იყო, მაშინ რატომ გადავდექი? - გამოდის, რომ გიჟი ვყოფილვარ. იქიდან მოყოლებული, როდესაც მე ვიყავი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციები მაშინაც ჩამოდიოდნენ და როგორც ამათ სჩვევიათ თვალებში ნაცარს აყრიდნენ და, როგორც ჩანს, ახლაც ასეთ რაღაცას აკეთებენ. შეიძლება სხვებზე მეტად იყო რაღაცეებში დაბალანსებული, მაგრამ როგორ შეიძლება „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ თქვა, რომ დაბალანსებული არხია და ზუტს და ობიექტურ ინფორმაციას გადასცემს? ჩემი აზრით, ეს ასე არ არის. მათი საინფორმაციო სამსახური როგორ მუშაობს, მე ძალიან კარგად ვიცი და თუ ვინმეს რამე საქმე აქვს, პირადად დამიკავშირდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლისწარმომადგენლები მათთან ფინანსური პოლიციის შესვლას თავისუფალ ტელეკომპანიაზე ზეწოლად აფასებენ. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით გვითხრათ?

- რას ქვია ზეწოლა? როდესაც „მეცხრე არხის“ დირექტორი ვიყავი (პირველ „მეცხრე არხს“ ვგულისხმობ) პერიოდულად შემოდიოდა ფინანსური პოლიცია და ყოველთვის ხდებოდა ტელეკომპანიის შემოწმება. როგორც ვიცი, ყველა უნდა შეამოწმონ და რით არის გამორჩეული „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება? რატომ არ უნდა შეამოწმონ? სად წავიდა ის ფული, ორი მილიონი, რომელსაც „პიკ“-ი ითხოვს? ვერ გავიგე, ფინანსური შემოწმება რატომ არის ზეწოლა?

ცხრა წელია ისინი უტიფრად რაღაცეებს იტყუებიან და ახლაც ასე აგრძელებენ. თუ ჰყავთ მშობლები, ვურჩევდი მათ მშობლებს გამზრდელი წაიკითხონ.