საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს:
„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მოუსმინო, ყოველ დღე ისეთი განცხადებები კეთდება, ათეულობით სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრა. ეს ბრძოლის მეთოდია. მაშინ საქმე იმაზეც უნდა აღვძრათ, როცა მეუფე იაკობმა ეკა კვესიტაძეს აღსარება ჩააბარა. ქართულ ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში უდიდესი დამსახურება აქვს, რაც საქართველოს ისტორიაში წარუშლელია. ეკლესიის ყველა მსახურს პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.