ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამერიკის ახალი ელჩის კელი დეგნანის განცხადებაში სამ მთავარ საკითხს გამოყოფს.
„ამერიკის ახალი ელჩის განცხადებებიდან გამოვყოფდი სამს: პირველი – 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით ყველა პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა; 2 – ხაზგასმა იმაზე, რომ ამერიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საზოგადოების მდგრადობის გაზრდას, რათა საქართველომ შეძლოს მზარდი ჩინური (და რუსული) გავლენისგან თავის დაღწევას. ანუ საქართველო ხდება არა მხოლოდ რუსეთ-ამერიკის, არამედ ჩინეთ-ამერიკის ინტერესთა კონფლიქტის ობიექტიც! 3 – საქართველოს სამხედრო მდგრადობის გაზრდა”,- წერს სოციალურ ქსელში ხათუნა ლაგაზიძე.
შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან აღნიშნა, რომ შეეცდება ორ ქვეყანას შორის არსებულ პროდუქტიულ ურთიერთობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
აქამდე ხომ ეგ შენი ამერიკელები რუსეთთან დალაპარაკებასაც კი გვიშლიდნენ ....... ეხლა უკვე აღარც ჩინეთს არ უნდა დაელაპარაკოთო.........ეგ თურმე
გამოწვევა ყოფილა
ჩვენები თავს იკლავენ--- როგორმე ჩინეთის ბაზარზე ცხვირი მაინც შევყოთო და ეგენი კიდევ .....გამოწვევაააო
ანუ ვინც მაგათ თუნდაც პატარა წინაააღმდეგობას უწევს და მაგათ არ მოსწონთ, მაგათ გამო არც ჩვენ არ უნდა დაველაპარაკოთ
ესე იგი რასაც ეგენი გვეტყვიან და ვისზეც ეგენი გვეტყვიან, მხოლოდ იმათთან შეიძლება დალაპარაკება....
ანუ მაგათი ნებართვის გარეშე ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ.....
აკი დამოუკიდებლები ვააართო???