გრეტა ტუნბერგმა ჩრდილოეთის საბჭოს პრემიაზე უარი თქვა

გრეტა ტუნბერგმა ჩრდილოეთის საბჭოს პრემიაზე უარი თქვა

შვედმა მოსწავლემ და ეკოაქტივისტმა, გრეტა ტუნბერგმა გარემოს დაცვის ჩრდილოეთის საბჭოს პრემიის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების პარლამენტთაშორისი ორგანიზაციის ყოველწლიური პრემია 29 ოქტომბერს სტოკჰოლმში ლიტერატურის, კინოს, მუსიკისა და ეკოლოგის სფეროებში მიღწევებისთვის გაიცა. თითოეულ ნომინაციაში პრემიის ოდენობა 52 000 დოლარია.

„კლიმატისთვის მოძრაობას ჯილდოები არ სჭირდება. ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკოსებმა და ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა თანამედროვე მეცნიერებას დაუგდონ ყური"- დაწერა ტუნბერგმა. ამასთან, მან ჩრდილოეთის საბჭოს მადლობა გადაუხადა.

15 წლის გოგომ პოპულარობა 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ აქცია-გაფიცვის წყალობით მოიპოვა. ის აცხადებდა, რომ პარასკეობით სკოლაში არ ივლიდა, სანამ ხელისუფლება კლიმატის შეთანხმების დაცვას არ დაიწყებს.

2019 წელს მან ატლანტის ოკეანე იალქნიანი ნავით გადაცურა, რათა ნიუ-იორკამდე მიეღწია და გაეროს კლიმატის ცვლილებების შესახებ დაგეგმილ სამიტში მონაწილეობა მიეღო. სამიტის გახსნაზე 23 სექტემბერს ტუნბერგი ემოციური სიტყვით გამოვიდა.