ამბროლაურის მერს „პორშეს“ მოგებას ვულოცავ აზარტული თამაშების გათამაშებაში - ეს არის სამარცხვინო! - გოგიჩაიშვილი

ამბროლაურის მერს „პორშეს“ მოგებას ვულოცავ აზარტული თამაშების გათამაშებაში - ეს არის სამარცხვინო! - გოგიჩაიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამბროლაურის მერის მიერ აზარტულ გათამაშებაში „პორშეს„ მოგების ფაქტს გამოეხმაურა.

„მე უბრალოდ, მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამბროლაურის მერს მივულოცო „პორშეს“ მოგება აზარტული თამაშების გათამაშებაში. ეს არის სამარცხვინო, სირცხვილია! მივიტანოთ იერიში სიკვდილის ინდუსტრიაზე, კოლეგებო. სანამ ეს სივრცე, სანამ ეს სიკვდილის ინდუსტრია არსებობს, ასეთი სამარცხვინო რაღაცები მოხდება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დავით მხეიძემ ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გათამაშებაში ავტომობილი, 2019 წლის „პორშე“ მოიგო.