კალიფორნიაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

კალიფორნიაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC7 News-ი ავრცელებს.

ინციდენტი ლონგ-ბიჩის ცენტრალურ რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მოხდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები იყვნენ მობილიზებულნი. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, სახლში, სადაც სროლა მოხდა, ჰელოუინს აღნიშნავდნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.