ვახტანგ გომელაური მაკო გომურის საქმეზე:

ვახტანგ გომელაური მაკო გომურის საქმეზე: "ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?"

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, "გავრილოვის სისხლიანი ღამეს" დაშავებულმა მაკო გომურმა გამოძიებისთვის პროკურატურას ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა მიმართოს.

"ალბათ, პროკურატურას უნდა მიმართოს, ან თუნდაც ახალ სახელმწიფო ინსპექტორს, მიმართოს და გამოიკვლევენ. ჩვენ გვაბრალებს, როგორც მახსოვს, შსს-ზე ჰქონდა ეჭვი. ჩვენ ხომ არ დავიწყებთ გამოძიებას?! გამოძიება ალბათ, პროკურატურამ უნდა დაიწყოს" - აღნიშნა შს მინისტრმა.