მისი ხალხი შიმშილობს და ეს რა დღეშია - ანა დოლიძე ამბროლაურის მერის მიერ მოგებულ „პორშეზე“ წერს

მისი ხალხი შიმშილობს და ეს რა დღეშია - ანა დოლიძე ამბროლაურის მერის მიერ მოგებულ „პორშეზე“ წერს

იუსტიციის საბჭოს წევრი ანა დოლიძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიაში, ამბროლაურის მერის მიერ „ლიდერბეთის“ გათამაშებაში „პორშეს“ მოგების ფაქტს ეხმაურება.

„ამბროლაური - რაიონი, სადაც უკიდურესი სიღარიბეა, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი შემწეობას იღებს, სადაც მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბებიები და ბაბუებია, სადაც ბოლო წლები არაფერი გაკეთებულა, სადაც ბიუჯეტის 5-ჯერ მეტი იხარჯება გასართობ ღონისძიებებზე, ვიდრე სოციალურზე, მერი ზვიად (დათო) მხეიძე აქტიურად და ღიად თამაშობს აზარტულ თამაშებს. მისი ხალხი შიმშილობს და ეს რა დღეშია. მისი 48 ბილეთიდან ერთმა გუშინ პორშე მოიგო. ქართული ოცნება / Georgian Dream რა მდგომარეობამდე მიიყვანეთ სახელმწიფო? რა ხალხი გყავთ რაიონებში? და თქვენ არ ხართ გადაბმული კუდებით აზარტულ ბიზნესთან ჩვენი ახალგაზრდების მომავლის ხარჯზე“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.

ამბროლაურის მერმა ზვიად (დათო) მხეიძემ „ლიდერბეთის“ გათამაშებაში 2019 წელს გამოშვებული „პორშე“ გუშინ მოიგო.      

 

 

სოციალისტი არა და რა ლამაზია ეს გატლეკილი!
5 წლის უკან
tngh ღრმად პატივცემულო ქ-ნო ანა!!! ამ ზაფხულს ვიყავი ამბროლაურის რ-ში. არაჩვეულებრივი გზებია დაგებული მთელს რაიონში. შენდება უამრავი საცხოვრისი სახლი და სასტუმრო. საოჯახო სასტუმროები მუშაობს... იქნებ ინებოთ, და თქვენც გაისეირნოთ იქით უცხოეთის ასგარაკებზე დასვენების ნაცვლად??? ამით ყველაზე მეტად დაეხმარებით "უკიდურეს სიღარიბეში" მყოფ მოსახლეობას. ცნობისათვის, ამჟამად რაჭაში რთველია და არც ერტი კგ ყურძენი არ რჩება ჩაუბარებელი... (ლატარიის ბილეთის შეძენა, როდის აქეთ გახდა აზარტული თამასი.)
5 წლის უკან
სოციალისტი tngh-ს, სთხოვეთ გურიაშიც ჩამოიაროს. აქაც გაგვიხარდება მისი დანახვა. მაინტერსებს რეალში მართლა ასე ლამაზი და მომხიბვლელია?! თანაც რა ფრანგული სუნამოების სურნელებას გააფრქვევს... ვახ, ვახ!
5 წლის უკან
tngh ეს ქალბატონი არც ისეთი ლამაზია, როგორც იპრანჭება...
5 წლის უკან