ვახტანგ გომელაურის თქმით, იმ შეხვედრაზე არ ყოფილა, სადაც პატრიარქის გადაყენება განიხილებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უარყოფს რომ კვირიკაშვილთან, გახარიასთან და მეუფე იაკობთან ერთად შეხვედრაზე პატრიარქის გადაყენების საკითხი განიხილებოდა.
„არანაირ ასეთ შეხვედრაზე არ ვყოფილვარ... უდიდეს პატივს ვცემ უწმინდესს მთელი ჩემი გუნდი და მთელი საქართველო. ვერ წარმომიდგენია, რომ ეს თემა ვინმემ განიხილოს, პატრიარქის გადაყენება-არგადაყენების თემა“,- განაცხადა გომალურმა.
გომელაურის თქმით, გამოძიებაზე პროკურატურამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მეუფე იაკობთან და ხშირად აქვს მასთან და სხვა მღვდელმსახურებთან კომუნიკაცია.
ცნობისთვის, ხვალ, 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
რა უძღოდა წინ სინოდის სხდომის დანიშვნას
26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ „ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.
მისი თქმით, შეხვედრაში ასევე მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი და მეუფე პეტრე მონაწილეობდნენ და შეხვედრა ყოფილი პრემიერის კაბინეტში შედგა.
მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი. ის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფს.
სკანდალური განცხადებების შემდეგ, 28 ოქტომბერს, ქორეპისკოპოსი იაკობი საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი იაკობი, პირადი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.